Thursday, November 20, 2014

მე-9 დღის რეფლექსია


     ტრენინგის ბოლოს შევამოწმე ჩემი პორტფოლიო და  დავდე  ბლოგზე.ვნახე ჩემი ჯგუფის წევრების ნამუშევრები და გავაკეთე კომენტარები.
      კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგით, შევისწავლე  როგორ ვამუშაო ჩემი მოსწავლეები სასწავლო პროექტებზე, უკვე მაქვს შერჩეული რამოდენიმე თემა, რაზეც ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროექტებს შევასრულებინებ.ვისწავლე, აგრეთვე, მათემატიკური ტექსტების აკრეფა, რაც ძალიან მჭირდებოდა  ყოველდღიურ მუშაობაში.           დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ტრენერს,ნინოს, რომელიც დაუღლელად პასუხობდა ჩვენს კითხვებს  და არაერთხელ გვიმეორებდა უკვე ახსნილს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მიუდგომელ წერტილამდე მანძილის გაზომვა

Tuesday, November 18, 2014

VIII დღის რეფლექსია

დავასრულე სასწავლო პროექტზე მუშაობა . ვიმუშავეთ ბლოგზე, გაჯეტებზე,  სურათების  ჩასმა ვისწავლეთ გაჯეტზე. კითხვარების შედგენა და გამოკითხვის ჩატარება.

Thursday, November 13, 2014

VII დღის რეფლექსია

მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენი შაბლონი,რომელიც დამეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის პროცესში, შევავსეთ პროექტის გეგმა.

Tuesday, November 11, 2014

VI დღის რეფლექსია

დავასრულე მოსწავლის პროექტი და შევადგინე პროექტის შეფასების რუბრიკა.

Thursday, November 6, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ მოსწავლეთა ჯგუფის პროექტის სლაიდშოუს აკრეფა. გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ.

Tuesday, November 4, 2014

მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია



.ვისწავლე პროექტის დაგეგმის მსვლელობა, როგორ მოვახდინო მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მეცხრე კლასში შესაბამისი მასალის შესწავლის დროს.