Thursday, November 20, 2014
მე-9 დღის რეფლექსია
ტრენინგის ბოლოს შევამოწმე ჩემი პორტფოლიო და დავდე ბლოგზე.ვნახე ჩემი ჯგუფის წევრების ნამუშევრები და გავაკეთე კომენტარები.
კმაყოფილი ვარ ინტელის ტრენინგით, შევისწავლე როგორ ვამუშაო ჩემი მოსწავლეები სასწავლო პროექტებზე, უკვე მაქვს შერჩეული რამოდენიმე თემა, რაზეც ჩემს მოსწავლეებს სასწავლო პროექტებს შევასრულებინებ.ვისწავლე, აგრეთვე, მათემატიკური ტექსტების აკრეფა, რაც ძალიან მჭირდებოდა ყოველდღიურ მუშაობაში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ტრენერს,ნინოს, რომელიც დაუღლელად პასუხობდა ჩვენს კითხვებს და არაერთხელ გვიმეორებდა უკვე ახსნილს.
Tuesday, November 18, 2014
VIII დღის რეფლექსია
დავასრულე სასწავლო პროექტზე მუშაობა . ვიმუშავეთ ბლოგზე, გაჯეტებზე, სურათების ჩასმა ვისწავლეთ გაჯეტზე. კითხვარების შედგენა და გამოკითხვის ჩატარება.
Thursday, November 13, 2014
VII დღის რეფლექსია
მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენი შაბლონი,რომელიც დამეხმარება სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის პროცესში, შევავსეთ პროექტის გეგმა.
Tuesday, November 11, 2014
Thursday, November 6, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და დავიწყეთ მოსწავლეთა ჯგუფის პროექტის სლაიდშოუს აკრეფა. გავეცანით ინფორმაციას საავტორო უფლებების შესახებ.
Tuesday, November 4, 2014
მესამე და მეოთხე დღის რეფლექსია
.ვისწავლე პროექტის დაგეგმის მსვლელობა, როგორ მოვახდინო მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება,რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მეცხრე კლასში შესაბამისი მასალის შესწავლის დროს.
Subscribe to:
Posts (Atom)